ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - თქვენ ისიც არ იცით, რას ნიშნავს ღამის ხილვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს - ჯერ გაერკვიეთ და მერე დასვით ასეთი კითხვები

თქვენ ისიც არ იცით რას ნიშნავს ღამის ხილვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს. ჯერ გაერკვიეთ და მერე დასვით ასეთი კითხვები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, სტიქიის არეალში ღამის ხილვის აპარატურის მქონე ვერტმფრენის ფრენაც საფრთხის შემცველია.

„თქვენ როგორ ფიქრობთ სახელმწიფოს სჭირდებოდა დამატებითი რესურსი და მაგალითად, აზერბაიჯანს უთხრა უარი?! სერიოზულია ამ კითხვის დასმა?! შუქი არ ჰქონდა ვერტმფრენსო ნუ ამბობთ, ეს უბრალოდ არასერიოზულია. თქვენ ისიც არ იცით რას ნიშნავს ღამის ხილვის აპარატურა, თქვენ გგონიათ, რომ ფარები აქვს დაყენებული ვერტმფრენს, არასერიოზულია ეს. ჯერ გაერკვიეთ და მერე დასვით ასეთი კითხვები.

რაც შეეხება, ღამის ხილვის აპარატურას - მისი დანიშნულება არ არის უსაფრთხოების სტანდარტის გაუმჯობესება. ისეთივე საფრთხის შემცველია ღამის ხილვის აპარატურის ვერტმფრენის ფრენა იმ არეალში, როგორც იქნებოდა ამის გარეშე, ამიტომ სერიოზული კითხვები დასვით“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო