ჯუანშერ ბურჭულაძე - თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი, ეს სენსიტიური საკითხია - ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როდესაც ომი არ ყოფილა

დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა საქართველომ, მათ შორის 170 თავდაცვის ძალებიდან იყო - კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დაუდგნენ გმირებს და გმირების ოჯახებს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა საქართველომ, მათ შორის 170 თავდაცვის ძალებიდან იყო. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე და როდესაც აქ მოვდივართ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ ჩვენს გმირებს და ჩვენი გმირების ოჯახს“,- აღნიშნა ბურჭულაძემ.

გარდა ამისა, მან 2008 წლის ომის თარიღთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოველ წელს კითხვის დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, სწორი არ არის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში უზარმაზარი გამოწვევაა, „ქართული ოცნების“ პერიოდში კონფლიქტი არ ყოფილა.

„თქვენ გულისხმობთ, რომ ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას, თქვენს გარდა. ყოველ წელს ახსენებთ და სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა 8 აგვისტოს აღნიშნავდა, განკარგულებაც არის გამოცემული. ჩვენც 8 აგვისტოს აღვნიშნავთ.

თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როდესაც არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა