თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად - თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, მისი ქვეყანა რუსეთის მიერ გაუქმებული მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას შეეცდება.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ანკარისთვის მთავარ პრიორიტეტს შავი ზღვის რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება წარმოადგენს.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონტაქტებს ყველა მხარესთან შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღსადგენად, რადგან ეს მთელს მსოფლიოს ეხება და ამჟამად თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ფიდანმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა მარცვლეულის შეთანხმების და რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის საკითხები განიხილეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა