აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიგერში ჩავიდა და სამხედრო გადატრიალების ლიდერებს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ნიგერში ჩავიდა. BBC-ის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი სამხედროგადატრიალების ლიდერებს იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში რუსული კერძო სამხედრო კამპანია „ვაგნერის“ შესვლის შემთხვევაში გაჩნდება.

ნულანდმა, გადატრიალების ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა.

ნულანდი ნიგერში ყოფნისას გადაყენებულ პრეზიდენტთან, მოჰამედ ბაზუმთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ამის ნებართვა არ მისცეს.

ნიგერში ივლისის ბოლოს პრეზიდენტ ბაზუმის ხელისუფლება დაამხეს და ქვეყნის ახალ ლიდერად თავი პრეზიდენტის გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანმა გამოაცხადა. სამხედრო გადატრიალება საერთაშორისო დონეზე დაგმეს. ნიგერი ურანის მნიშვნელოვანი მწარმოებელია. ნიგერის გადაყენებული პრეზიდენტი დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ისლამისტებთან ბრძოლაში დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში