ვილნიუსის სამიტის დეკლარაციის ხელმომწერ მხარეებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციები აგვისტო-სექტემბერში დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელმაც ხელი მოაწერა ვილნიუსის დეკლარაციას და შეუერთდა მსგავსი კონსულტაციების დაწყებას. ისინი კონსულტაციებს მიმდინარე თვეში ან მომავალ თვეში დაიწყებენ. უფრო მეტიც, ვიმედოვნებთ, რომ პირველი შეთანხმებები შეიძლება ამ წლის ბოლომდე გაფორმდეს. უსაფრთხოების გარანტიები მომავალი მსოფლიო ომის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვას ჰგავს“, - აღნიშნა ერმაკმა.
მისივე თქმით, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები დაწყებულია.