ბელარუსის ოპოზიციური მედიის ცნობით, ზიაბროვკას აეროდრომთან „ვაგნერელებისთვის“ კარვების ქალაქის აშენება მიმდინარეობს, რომელიც 1000 დაქირავებულზე არის გათვალისწინებული.
ინფორმაციის თანახმად, ბანაკი უკრაინის საზღვართან ეწყობა და მის მიზანს ჩერნიგოვის ოლქის საზღვარზე ძირგამომთხრელი საქმიანობის იმიტირება წარმოადგენს.
"ახალი ბანაკის მშენებლობა ასევე ევროპის ქვეყნების მოსახლეობაზე საინფორმაციო ზეწოლის განხორციელებას ისახავს მიზნად. ამ კამპანიის მიზანი - უკრაინისთვის ევროპის მხარდაჭერის შემცირებაა", - ნათქვამია განცხადებაში.