ოლექსი დანილოვი - უკრაინას რუსეთზე დარტყმის განსახორციელებლად საკუთარი წარმოების იარაღი აქვს

უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების იარაღი, რითაც რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლია და პარტნიორებს იარაღს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად სთხოვს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა: ჩვენ გვაქვს საკუთარი წარმოების იარაღი, რითაც შესაძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება და იმისათვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება შევძლოთ, მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს, რათა დაგვეხმარონ იმ იარაღით, რითაც ამ ტერიტორიების გათავისუფლებას შევძლებთ", - აღნიშნა დანილოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმაც ცოტა ხნის წინ შეცვალეს თავიანთი პოზიცია და ახლა მაქსიმალურად თანამშრომლობენ უკრაინასთან, აცნობიერებენ რა რუსეთის ფედერაციის ყველა მზაკვრობას, რომელიც გამოვლინდა არა მხოლოდ უკრაინაში დაწყებული ომის დროს, არამედ იმ მოვლენების დროსაც, რომლებიც დღეს აფრიკის კონტინენტზე ხდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია