აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ ნიგერში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის ან „ვაგნერის“ ხელით მოხდა.
მისივე განცხადებით, რუსეთს ან „ვაგნერს“ იმაში, რაც მოხდა ნიგერში და ახლაც, რაც ხდება ამ ქვეყანაში, მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ რუსეთი შექმნილი ვითარების გამოყენებას ცდილობდა.
„ნებისმიერი ადგილი, სადაც ეს „ვაგნერის“ ჯგუფი შევიდა, სიკვდილთან, განადგურებასთან და ექსპლუატირებასთან არის დაკავშირებული. დაუცველობამ იმატა და არა შემცირდა“, - განაცხადა ბლინკენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორდა იგივე, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა, სადაც, ცუდის გარდა, არაფერი შემოუტანიათ.