ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა

კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.

“კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვალებში შიშია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონტრშეტევა არის “როდესაც არმია უტევს და არა უკან იხევს,” რაც, მისი თქმით, “მნიშვნელოვანი პოზიტივია.”

“ჩვენგან განსხვავებით რუსეთს რეალურად შეუძლია ამ ომის სწრაფად დამთავრება, ზედმეტი დანაკარგების გარეშე. ეს არის ჩვენი ტერიტორიიდან გასვლა. ვინაიდან, უკრაინა არ აპირებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ომის გაგრძელებას. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ვახდენთ და ამაშია სხვაობა. მათ აქვთ დასაბრუნებელი ადგილი, ჩვენ არა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება