მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი დრონი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში ორი დრონი ჩამოაგდო, რომელიც დედაქალაქში შეღწევას ცდილობდა, - ამის შესახებ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, მეორე მინსკის გზატკეცილის რაიონში ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა. რუსეთის დედაქალაქის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა