რუსმა სამხედროებმა მოსკოვის ოლქში შეაჩერეს კიევის რეჟიმის მცდელობა, დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა მოეწყო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს და არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.
„მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. აღკვეთილ ტერაქტს მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა "ტელეგრამ" არხზე დაწერა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ორი საბრძოლო დრონი, რომელიც მოსკოვში შეღწევას ცდილობდა. მისი ინფორმაციით, ერთი დრონი დომოდედოვოს რაიონში, მეორე კი -მინსკის გზატკეცილის რაიონში ჩამოაგდეს.