ირაკლი ქარსელაძე - დაკარგულად მიჩნეული პიროვნების მონაცემები არასწორად იყო მოწოდებული

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის დროს დაკარგულად მიჩნეული ზურაბ ბიბილეიშვილის მონაცემები არასწორად იყო მიწოდებული.

მისი თქმით, აღნიშნული პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მათ ბიბილეიშვილის ახლობელმა მიაწოდა.

"როგორც იცით, უშუალოდ სტიქიასთან დაკავშირებით, ონის მერიაში ჩამოყალიბდა სპეციალური შტაბი შესაბამისი ცხელი ხაზით, სადაც მოქალაქეებს აქვთ შეტყობინების დატოვების შესაძლებლობა. ამ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ ვერ ხდებოდა დაკავშირება კონკრეტულ პიროვნებასთან. ბუნებრივია, ჩანიშნული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პიროვნება შეყვანილი იქნა დაკარგულთა სიაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, შეტყობინებაში მითითებული სახელით და გვარით პიროვნება შესაბამის ბაზებში არ იძებნებოდა, რისთვისაც საჭირო გახდა ინფორმაციის შეტყობინების ინიციატორთან გადამოწმება.

"შეტყობინების ინიციატორთან უკუკავშირი ვერ მოხერხდა და მისი დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე. მონაცემების დაზუსტების შემდეგ, გაირკვა, რომ, როგორც ინიციატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ისე მონაცემები დაკარგულად მიჩნეული პიროვნების შესახებ, არასწორად იყო მოწოდებული.

ამ პიროვნებასთან დაკავშირებული სხვა არავინ გამოჩენილა. არანაირი სხვა წყარო არ არსებობდა. შესაბამისად, იგი, მონაცემების დაზუსტებამდე, რჩებოდა დაკარგულთა სიაში. მონაცემების დაზუსტების შემდეგ, უკვე მოხერხდა პიროვნების შესაბამის ბაზებში დადგენა და უშუალოდ მასთან გასაუბრებით, გაირკვა რომ ის სტიქიის ზონაში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, იგი დაკარგულთა სიაში აღარ არის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის