რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ბედი დასავლეთზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ომის პირობებში შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებზე არის დამოკიდებული, რომლებმაც მოცემული პირობები უნდა შეასრულონ.

„დასავლეთმა არ მიიღო ზომები იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივით შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო გარდაქმნილიყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაში და შემდგომ კი - გრძელვადიან მშვიდობაში", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია მკაფიო რჩება და თუ ომი შავ ზღვაშიც გადავა, ეს მთელი რეგიონისთვის უმძიმესი კატასტროფა იქნება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს