ნატო-ს წარმომადგენლის განცხადებით, ალიანსი ჯერჯერობით, ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი „ვაგნერის“ მხრიდან მოკავშირეებისთვის პირდაპირ ან ირიბ საფრთხეს ვერ ხედავს

ნატო-ს წარმომადგენლის, ოანა ლუნგესკუს განცხადებით, ალიანსი ბელარუსში სამხედრო აქტივობას თვალს ადევნებს, მაგრამ ჯერჯერობით ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მხრიდან მოკავშირეებისთვის პირდაპირ ან ირიბ საფრთხეს ვერ ხედავს.

მისივე თქმით, ნატო-მ უკვე გააძლიერა თავისი აღმოსავლეთის ფლანგი.

„ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად და ალიანსის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად“, - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს ბელარუსმა ლიეტუვასა და პოლონეთის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები დაიწყო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო