შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში როგორც კი დაინახავენ თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ამ კომისიის იდეა და არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ჩვენი ოპოზიციის ზოგადად მოუმწიფებლობას, ვხედავთ, რომ როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ამ კომისიის იდეა და არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

მისივე თქმით, დეპუტატებს შეუძლიათ ყველა ინფორმაციას საჯარო წყაროების საშუალებით მიიღონ.

„ყველა ინფორმაცია თუ კი რაიმე საინტერესო არის ვინმესთვის პარლამენტში, ყველა ინფორმაცია არის საჯარო და ამ დღეებში ქვეყნდებოდა კიდევაც. არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ არის.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ჩვენი ოპოზიციის ზოგადად მოუმწიფებლობას, ვხედავთ, რომ როგორ კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე ამ კომისიის იდეა და არც გამოაქვთ პლენარულ სხდომაზე და ასე შემდეგ, არასერიოზულია. კიდევ ერთხელ, თქვან რა ინფორმაცია სჭირდებათ და მათ არ აქვთ, სადეპუტატო შეკითხვით იქნება თუ სხვანაირად ამ ინფორმაციას მიიღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო