შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებით ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ

განსაკუთრებით ამორალური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებულ დისკრედიტაციის კამპანიასთან დაკავშირებულ ყალბ ნარატივს და სპეკულაციებს ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი.

„განსაკუთრებით ამორალური იყო ნაციონალური მოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მხრიდან წარმოებული რამდენიმედღიანი კამპანია კახა კალაძის მიმართ, რომლითაც ხან ამტკიცებდნენ თითქოს მხოლოდ კახა კალაძის ოჯახის წევრები გამოიყვანა ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან, სხვები კი მიატოვა, ხან კი იმას, რომ კახა კალაძისთვის წინასწარ იყო ცნობილი სტიქიის შესახებ და მისი ოჯახი წინასწარ განარიდა ეპიცენტრს. კამპანიის მწარმოებლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ითხოვდნენ სტიქიისგან დაზარალებული სასტუმროდან კამერების ჩანაწერების წარმოდგენას მტკიცებულების სახით, რაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების მხრიდან გამოჩნდა მაღალმორალისტური სტატუსები ამ ყალბი ნარატივის მიუღებლობის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა სპეკულაციას ვიდეომტკიცებულებით გამოეცალა საფუძველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო