ქალაქ სერგიევ პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა

ქალაქ სერგიევ პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიევის ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, დაზარალებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა, სამის მდგომარეობა მძიმეა.

„საგანგებო შემთხვევა ზაგორსკის ქარხნის ლითონის ანგარში, პიროტექნიკის საწყობში, მოხდა, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის”, - განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ევაკუირებულია ქარხნის ყველა მუშაკი და ასევე ახლო მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. დაზიანებულია სპორტკომპლექსი „ლუჩი“.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი სერგიევ პოსადი მოსკოვთან ახლოს მდებარეობს და დღეს დილით კი, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო