ირაკლი ქარსელაძე - ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება

ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. დაგვემატა მე-9-ე ლოკაცია მოვახერხეთ კალაპოტიდან მისვლა უკვე მძიმე ტექნიკითაც სწორედ კოტეჯების სასადილოსთან და შესაბამისად, ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელია და მუშავდება. გარდა ამისა, ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც სწორედ მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და შესაბამისად ეხლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას, შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი. ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება. ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი სირთულეა სამუშაო პირობები, რაც უკავშირდება მასის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას. მიუხედავად ამისა, გრძელდება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სამუშაოები მაშველების, ჯარის და მძიმე ტექნიკის ჩართულობით. უნდა უთქვას, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და თითოეული მაშველი, თითოეული სამხედრო, თითოეული მძიმე ტექნიკის ოპერატორი, კონტრაქტორი კომპანიები თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები და მაქსიმუმი არის წარმოდგენილი, რაც ამ პირობებში არის შესაძლებელი. გუშინ დაიწყო ხიდის გადმოზიდვა, მოხდა მისი აწყობა და დღეს უკვე ხდება მონტაჟი, თითოეული ადამიანი თავიდან ბოლომდეა ჩართული.

ორი ხიდი იყო წაღებული, ერთი რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო შესაბამისი გეგმის მიხედვით, იმ ვადაში იქნა დამონტაჟებული, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ სტიქიის ზონაში დიდი რაოდენობით ტექნიკა ყოფილიყო გადაყვანილი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა მჟავე წყლებთან მიახლოების“, - განაცხადა მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო