ენტონი ბლინკენი აფრიკის ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდებაზე - ზოგადად თემა სასაცილო არ არის, მაგრამ რუსეთის მხრიდან მსგავსი შეთავაზება სასაცილოა, რადგან 10-ზე ნაკლებ ქვეყანას ეხება და ზღვაში წვეთია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის მიერ მიცემული პირობა, მარცვლეულის შეთანხმებიდან მისი გასვლის კომპენსაციის სახით, აფრიკის ქვეყნებისთვის 50 ათასი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ, შეაფასა და განაცხადა, რომ „ზოგადად თემა სასაცილო არ არის, მაგრამ რუსეთის მხრიდან მსგავსი შემოთავაზება სასაცილოა“.

მისივე თქმით, რუსეთის შემოთავაზება მხოლოდ 10-ზე ნაკლებ ქვეყანას ეხება.

„საუბარია მარცვლეულის 50 ათას ტონაზე, როდესაც რუსეთის მიერ ჩაგდებულმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ მარცვლეულის 20 მლნ. ტონა მიაწოდა ცხოვრების დაბალი და საშუალო დონის მქონე ქვეყნებს“, - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ „შეთანხმებიდან გასვლის კომპენსაციის სახით შემოთავაზებული ოდენობა - ზღვაში წვეთია, იმის მიხედვით, რას იღებდნენ ეს ქვეყნები და რა ესაჭიროებათ“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის