ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, ვიწრო ფორმატში თათბირი ჩაატარა, რომლის ერთადერთი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა იყო

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიწრო ფორმატში თათბირი ჩაატარა, რომლის ერთადერთი თემა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა იყო. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ზე აქვეყნებს.

„დღევანდელი თათბირი სპეციალურ ფორმატში ჩატარდა. ყველაზე ვიწრო წრე და მაქსიმალური ყურადღება ერთი თემისადმი - ჩვენი შეტევა. მიმდინარე ვითარების სიღრმისეული ანალიზი, მომავალი ნაბიჯების დაგეგმარება, ჯარის უზრუნველყოფა, მტრის ქმედებების ანალიზი“, - წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, თათბირზე თავისი მოხსენებები მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ და სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა წარადგინეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა