მოსკოვის ოლქში, ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის თქმით, ქალაქ სერგიევ პოსადში “ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში” აფეთქების შედეგად ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს, 52-მდე გაიზარდა.

“ექვსი ადამიანი რეანიმაციაშია - მათ დამწვრობები და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები აქვთ, კიდევ 22 ადამიანი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. დანარჩენებს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ,” - დაწერა ვორობიოვმა “ტელეგრამის” პირად არხზე.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ კიდევ ხუთი ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს