რუსულმა ძალებმა რივნეში ნავთობბაზა გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რივნის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კოვალიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.

„რივნეს ოლქში უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმის სამიზნე გახდა. სამწუხაროდ, დუბნოში ნავთობბაზა განადგურდა. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვიტალი კოვალი „ტელეგრამზე“.

მისი ინფორმაციით, ადგილზე 45 მაშველი და 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

„ქიმიური და რადიაციული ფონი ნორმალურია. მოსახლეობის ევაკუაცია არ განხორციელდება“, - აცხადებს კოვალნი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება