დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ვირტუალურ კერძო ქსელებთან წვდომას უბლოკავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება VPN-ის გამოყენების შეწყვეტისკენ მიმართულ ქმედებებს განაგრძობს.

უწყების ცნობით, რუსეთის მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ვირტუალურ კერძო ქსელებთან წვდომას უბლოკავს, რომლებიც ხალხს ინტერნეტის ქსელში არსებულ შეზღუდვების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.

„რუსეთის რამდენიმე რეგიონში ბევრი ყველაზე პოპულარული VPN-ი გამოყენებისთვის უვარგისი გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ VPN-ი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსელები ქვეყნის ტერიტორიაზე 2017 წლიდან არის აკრძალული, რადგან ისინი მომხმარებლებს ახალი ამბების ობიექტურ საერთაშორისო წყაროებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევენ, მათ შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა