კიმ ჩენ ინმა გენშტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა და შეიარაღებულ ძალებს ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შეიარაღებული ძალების უმაღლესი გენერალი შეცვალა და სამხედროებს ომისთვის მეტად მომზადებისკენ, იარაღის წარმოების გაზრდისა და წვრთნების გაფართოებისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის ცნობით, კიმ ჩენ ინმა ეს განცხადება ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც მტრის შეკავებისთვის საჭირო ზომების განხორციელების გეგმები განიხილეს.

ამასთან, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის უმაღლესი გენერალი, გენერალური შტაბის უფროსი პაკ სუ ილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გენერალი რი იონგ გილი დანიშნეს, რომელსაც ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, არმიის შტაბის უფროსის და სხვა თანამდებობები ეკავა.

KCNA-ის ცნობით, კიმ ჩენ ინის მიზანია იარაღის წარმოების შესაძლებლობების გაზრდა. გასულ კვირას ის იარაღის ქარხნებს ეწვია და მეტი სარაკეტო ძრავების, საარტილერიო და სხვა იარაღის წარმოების გაზრდა მოითხოვა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედროებს მოუწოდა, წვრთნები ქვეყანაში წარმოებული უახლესი იარაღითა და აღჭურვილობით ჩაატარონ, რათა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იყოს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა