ლაშა ფარულავა  - ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი ჩამოქცეულია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება საფრთხის შემცველია - ამაზე პასუხისმგებელია ინდივიდუალურად ირაკლი ქარსელაძე

ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი ჩამოქცეულია, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამ ყოველივეზე პასუხისმგებელია ინდივიდუალურად ირაკლი ქარსელაძე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ჩინური კომპანიები კორუფციული გზით შეარჩია, სესხად 2.8 მლრდ ლარი აიღო, რომელიც ნანგრევებში გადაყრილი ფულია.

„ამასობაში, ჩინურმა კომპანიამ საკუთარი გულგრილობით, დაუდევრობით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის ინფრასტრუქტურა ჩამოაქცია, ძველი გზა ამორტიზებულია, ავტომობილით, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება არის საფრთხის შემცველი და ცხადია, ამას ჭირდება გამოძიება, რადგან კონკრეტული ადამიანების სახლებიც არის დანგრეული, ვინაიდან ჩინური კომპანია არაკეთილსინდისიერად ახორციელებს სამუშაოებს და ეს არის ინდივიდუალურად ირაკლი ქარსელაძის პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო