შალვა პაპუაშვილი რიკოთთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრების განცხადებაზე - აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 პროცენტს - ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ

აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5%-ს - სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რიკოთთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრების განცხადებას.

მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლობა, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

„აი, ეს არის რატომაც ეს პარტიები ვერასდროს ასცდებიან 2-3-5%-ს - სწორედ ამიტომ, რომ ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ და მათ შორის, ტონს, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათი მიდგომები არის არასერიოზული.

რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს და იქ გზის მშენებლობას, რაიმე საკითხი თუ აქვთ, მათ პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლობა, უნდათ სადეპუტატო შეკითხვით, უნდა ინტერპელაციით შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი მოიკითხონ და ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით. „უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაცული იქნება.

ამასთან, პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგში.

„მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო