საფრანგეთის ქალაქ ლა-როშელში მდებარე მარცვლეულის შენახვის სილოსებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

საფრანგეთის ქალაქ ლა-როშელში მდებარე მარცვლეულის შენახვის სილოსებში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ფრანგული მედიის ცნობით, ხანძარი სავაჭრო პორტთან ახლოს გაჩნდა, სადაც ათასობით ტონა მარცვლეული ინახება.

„ხანძარი Sica Atlantique-ს კუთვნილ ერთ-ერთ სილოსზე გაჩნდა და კიდევ 3 სილოსზე გადავიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, აალება სილოსის შიგნით დამონტაჟებული მარცვლეულის აწევისა და ტრანსპორტირების მექანიზმიდან მოხდა.

„შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი, ადგილზე ასამდე მეხანძრე მუშაობს, დახმარებისთვის დამატებითი სახანძრო ბრიგადებია გამოძახებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლა-როშელის პორტი საფრანგეთის მარცვლეულის ექსპორტის საკვანძო ადგილს წარმოადგენს, ხოლო საფრანგეთი - ევროკავშირის ქვეყნებიდან მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა