ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვალების კიდევ 17 ფაქტი დადასტირდა და დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა განადგურდა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა.

გუბერნატორი ტყის ხანძრებს ჰავაის შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

შეგახსენებთ, ჰავაის კუნძულ მაუიზე ძლიერ ტყის ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. კუნძულიდან, რომელიც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია, ევაკუირებულია 11 400 ადამიანი, კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს