პენტაგონი - აშშ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების თვეში 80 000-მდე გაზარდას გეგმავს

შეერთებული შტატები გეგმავს 155 მმ-იანი ჭურვების წარმოება თვეში 80 000-მდე გაზარდოს, იმ საჭიროების გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

"საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინას 2 მილიონზე მეტი 155 მმ-იანი ჭურვი გავუგზავნეთ. ჩვენ ასევე უზრუნველვყავით 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოების სწრაფი ზრდა თვეში 14 000-დან დაახლოებით 24 000-მდე და მომავალ წელს ვგეგმავთ თვეში 80 000-ზე მეტის წარმოებას", - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე ეს საბრძოლო მასალა სწრაფად იხარჯება და მარაგები შეუზღუდავი არ არის, თუმცა, შეერთებული შტატები, წარმოების გარდა, ასევე ურთიერთობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას აღნიშნული ჭურვები მიაწოდონ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს