თამარ გაბუნია - სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის - თუ აქამდე იყო წელიწადში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონეებისთვის, ახლა ნებისმიერი იქნება პროგრამის მოსარგებლე

თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება პროგრამის მოსარგებლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.

მისი თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები პროცედურა კი, ძალიან მარტივია.

„ეს პროგრამა ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 36-ე დადგენილებით და 2013 წლიდან მუშაობს. ზოგადად, ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ახლა კი ამ ცვლილებით, იმის გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის.

თუ აქამდე იყო 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის, ახლა ნებისმიერი მოქალაქე შემოსავლის სტატუსის მიუხედავად პროგრამის მოსარგებლე იქნება.

პროგნოზული ბიუჯეტი გაკეთებულია, ეს არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან, ცალკე კომპონენტი არ არის გამოყოფილი.

პროცედურების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში, ძალიან კარგად არის აწყობილი ეს პროცედურები. ვინც იღებს ამ სერვისებს, იმ ბენეფიციარების შედეგები კარგია. პროგრამა დაწყებულია უკვე, დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედდა.

დაფინანსების მისაღები პროცედურა ძალიან მარტივია. კლინიკამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში როგორ უნდა წარმოადგინოს მოთხოვნა კონკრეტული სერვისის ანაზღაურებაზე. ამას განიხილავს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ადასტურებს მოთხოვნას და პაციენტი იღებს შეტყობინებას, რომ მისი სერვისი დაფინანსდა“, - აღნიშნა გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო