რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც კურსკს უახლოვდებოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კურსკის ოლქის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისკენ მიმავალი ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს", - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამზე".
რომან სტაროვოიტი სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.