Audi-ს წარმომადგენელი - გერმანიის ავტოინდუსტრიაში ჩიპების დეფიციტის აღმოფხვრას წლები დასჭირდება

ნახევარგამტარების დეფიციტის აღმოფხვრას, რამაც გერმანიის ავტოინდუსტრიაში დაბრკოლებები შექმნა, წლები დასჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების მწარმოებლები ქვეყანაში ქარხნების აშენებას გეგმავენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Audi-ს უფროსმა მენეჯერმა, რენატე ვაჩენაუერმა განაცხადა.

„ამას წლები სჭირდება. საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე“, - აღნიშნა ) Audi-ს შესყიდვების ხელმძღვანელმა.

გერმანელი ავტომწარმოებლები და ელექტრო საქონლის მწარმოებლები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ წარმოების შეფერხებით, რაც ჩიპების გლობალური დეფიციტითაა გამოწვეული. აღმასრულებლები და პოლიტიკოსები მიწოდების ხაზების საკითხს ხელახლა განიხილავენ და ცდილობენ, შეამცირონ დამოკიდებულება აზიური და აშშ-ს ჩიპების რამდენიმე მიმწოდებელზე. ბერლინი ჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლების კეთილგანწყობის მოპოვებას მილიარდობით ევროს სუბსიდირებით ცდილობს. ჩიპების მწარმოებლებმა, როგორიცაა ამერიკული Intel-ი და ტაივანური TSMC-ი, წელს განაცხადეს, რომ გერმანიაში ქარხნების აშენებას გეგმავენ.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს