„ისლამური სახელმწიფოს" მიერ სამხედრო ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას 23 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 23 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა, სავარაუდოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 10-ზე მეტი ჯარისკაცი, ათობით კი დაკარგულად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ბოლო კვირების განმავლობაში სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში თავდასხმები გაახშირეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა