თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრი ჰოსპიტლის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა და ჰოსპიტლის თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.

„სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში სამხედრო ჰოსპიტლისთვის 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაა გათვალისწინებული. აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. მთლიანობაში, დაახლოებით, 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო