ირაკლი ქარსელაძე - შეფასდა ყველა რისკი და საფრთხე, რიკოთის მაგისტრალზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სპეციალურ ბრიფინგზე, ოპოზიციის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომ თითქოს რიკოთის მაგისტრალზე გადაადგილება საფრთხეს შეიცავს და სამუშაოები საჭირო გეოლოგიური კვლევების გარეშე მიმდინარეობს.

„ნებისმიერი სამუშაო თუ არ შესრულდა პროექტის მიხედვით, საბოლოოდ არ ჩაბარდება და გზაც ვერ გაიხსნება. მხოლოდ პროექტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების შემდეგ შედის გზა ექსპლუატაციაში. სხვა პირობა არ არსებობს. ამასთან ქართული რეგლამენტი, რომელიც სეისმიკასთან დაკავშირებით არის დამტკიცებული და მუშაობს, აბსულუტურად დაცულია და გათვალისწინებულია სამუშაოების დროს. გარდა ამისა, ამერიკული AAshto და ევროკოდი 7, ევროკოდი 8, იქნა გამოყენებული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისას. პირადად მე და ჩემი ოჯახი გადავაადგილდებით რიკოთის მაგისტრალზე, გეტყვით, რომ რიკოთი არის აბსოლუტურად უსაფრთხო“,-განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ კონკრეტულად ისაუბრა იმ მონაკვეთზეც, სადაც მეწყრის საშიშროება დროულად დადგინდა და საფრთხე თავიდან იქნა აუცილებული.

„149-ე კმ-ზე, სადაც ძველი გზიდან 200 მეტრში, აღმოვაჩინეთ მეწყერის კერა, წინასწარ რისკი და საფრთხე შეფასდა და მაშინ დავკეტეთ გზა. შესრულდა ყველა საჭირო სამუშაო და ახლა გადაადგილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ზოგადად, პროექტი მიმდინარეობს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტით. არ შეიძლება ადამიანების დაშინება ზეპირი, უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დასრულებული რიკოთი იქნება უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის“, - განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო