ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტზე საზოგადოებასთან კომუნიკაციას გავაძლიერებთ - ხელოვნური დაძაბულობის შემოტანა დაუშვებელია

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, გამომდინარე რიკოთზე არსებული რეალობიდან. ძალიან მძიმე ვითარებაა (რაჭის სტიქიის გამო) და ამ დროს, კიდევ ხელოვნური დაძაბულობის შემოტანა, საზოგადოების დაშინება, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რაჭაში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, ახალი მაგისტრალური გზა შენდება ისეთი პროექტით და ისეთი მაღალი დონის სპეციალისტების ჩართულობით, რომ სრულიად უსაფრთხო იქნება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება დღესაც უსაფრთხოა.

„ის ფაქტი, რომ ასეთ რთულ ვითარებაში (რაჭის სტიქიისას), კამპანიური ხასიათის ბრალდებების გამო, მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჩვენ დღეს გვიწევს რიკოთის თემაზე შეხვედრა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით, კომუნიკაციის მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. ამას, აუცილებლად გამოვასწორებთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაბამისი, ობიექტური ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ კამპანიური, პოლიტიკური მიზნის მცდელობა, დააშინონ მოსახლეობა რიკოთის გზასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარეალური”, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო