უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - უკრაინულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 4 150 ოკუპანტი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით გაანადგურეს დაახლოებით 4150 რუსი ჯარისკაცი და 107 საარტილერიო სისტემა.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა Telegram-ზე განაცხადა.

„7-13 აგვისტოს კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 4150 მტრის პირადი შემადგენლობა“, - განაცხადა პავლიუკმა.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ დაკარგა მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 61 ტანკი, 73 ჯავშანტექნიკა, 107 საარტილერიო მანქანა, 8 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 11 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 102 მანქანა და 26 სპეციალური მანქანა.

გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს 2 ვერტმფრენი, მტრის 20 რაკეტა და 78 უპილოტო საფრენი აპარატი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება