დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.

"რაღაც ხდება მელიტოპოლის რაიონში. ქალაქის მცხოვრებლები აფეთქების შესახებ იუწყებიან. აზოვის ზღვის მიმართულებიდან ძლიერი აფეთქება იყო", - წერს ის.

კონკრეტულად რა აფეთქდა, ჯერჯერობით უცნობია.