მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის პორტისკენ მიმავალ გემზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევაა

უკრაინის პორტ იზმაილისკენ მიმავალ საერთაშორისო სამოქალაქო მშრალი ტვირთის გადამზიდ გემ Sukru Okan-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა და იძულებითი ინსპექტირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის აშკარა დარღვევა, მეკობრეობის აქტი და მესამე ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიულ წყლებში სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ყველა პირის იდენტიფიკაციას და აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ დანაშაულის ფაქტის აღიარებას მოითხოვს.

"ეს პრეცედენტი მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ დაფიქსირებას, ყველა პირის იდენტიფიკაციას და დანაშაულის ფაქტის აღიარებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს",- აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა გუშინ განაცხადეს, რომ საპატრულო გემიდან "გამაფრთხილებელი ცეცხლი" გახსნეს, რათა უკრაინის პორტისკენ მიმავალი უცხოური მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი შეეჩერებინათ და ასევე, მის შესამოწმებლად, "კა-29" ვერტმფრენი გამოიყენეს. ამასთან, უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივმა საკოორდინაციო პრესცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება სხვა ოფიციალური წყაროებით არ დადასტურებულა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას