გერმანიის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი დღეს დილით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ცნობილია, რომ გერმანელი მინისტრი კიევში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, უკრაინას 19 ივლისს ირლანდიის პრემიერ - მინისტრი ლეო ვარადკარი ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მან უკრაინისთვის დამატებით 5 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფა და უკრაინელი მესანგრეებისა და სამხედრო ექიმების მომზადება დააანონსა. უკრაინას, ივლისის ბოლოს, ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი ეწვია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა