უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე, საერთო ჯამში, 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. ანა მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსული ძალები ცდილობდნენ დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით.
ამასთან, ანა მალიარის თქმით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში სამხრეთ ფრონტზე და მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ.
„ამ კვირაში, უროჟაინოეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა გრძელდებოდა, არის გარკვეული წარმატებები", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებს "გარკვეული წარმატებები" ჰქონდა სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაც.