ირაკლი ქარსელაძე - რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს - რიკოთი არის უსაფრთხო

რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს - დღეს რიკოთი არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა.

„რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა. აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა, იმისთვის, რომ გზა გაგვეფართოებინა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო. ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინმსწრებად, თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.

ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო“,- აღნიშნავს მინისტრი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო