უკრაინული მედია - ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი.

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.

„ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაგრძელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედია აღნიშნავს, რომ შეტაკების დროს ორივე მხრიდან 20 სამხედრო დაიღუპა, 40 კი - დაჭრილია, „კადიროველების“ მეთაური კი - სასჯელის მოხდის მიზნით ფრონტის ხაზზე არის გადაყვანილი.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა