უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ ენერგოსისტემის, განადგურებას კვლავ შეეცდება.
მისივე თქმით, ამისთვის რუსული არმია შეიარაღებას იგროვებს და დარტყმისთვის პრიორიტეტული ობიექტების დაზვერვას განაგრძობს.
"რუსეთი ისევ შეეცდება უკრაინა სიბნელეში დატოვოს, ამისთვის გამოიყენებს სარაკეტო შეიარაღებას და „შაჰედის“ ტიპის დრონებს. ამასთან რუსული, უპილოტო „ლანცეტი“, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, არტილერიის და სხვა შეიარაღების განადგურებისთვის არის განკუთვნილი, უკრაინის არმიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ქვეყანა ეფექტური თავდაცვის სისტემების ძიებას განაგრძობს“, - განაცხადა სკიბიცკიმ.