The Moscow Times  - რუსულ ავიაკომპანიებს რეისების მასობრივი გადადება უწევთ

The Moscow Times-ის ინფორმაციით, აეროპორტებში რუსული ავიაკომპანიები მასობრივად აგვიანებენ, რადგან რუსულ თვითმფრინავებს ხარისხიანი მომსახურებისა და საჭირო სათადარიგო ნაწილების შეძენის საშუალება არ აქვთ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings-მა დამატებითი თვითმფრინავიც კი გამოითხოვა, რომ ანტალიიდან მგზავრები წამოეყვანა, რადგან გაფრენას 410-მდე ადამიანი ელოდებოდა. ამის მიზეზი კი მის საკუთრებაში არსებული ორი Boeing-777-ის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ეს რუსული ავიაკომპანიების რეისის პირველი გადადება არ არის, მანამდე 100-მდე ადამიანი 11 საათის განმავლობაში ეკატერინბურგიდან ყაზახეთში გაფრენას ელოდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა