მოლდოვა დსთ-ს განიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გადის

მოლდოვა დსთ-ს განიარაღების შესახებ შეთანხმებიდან გადის.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი ნოსატის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ დსთ-ს ფარგლებში განიარაღების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო კომისიის შესახებ შეთანხმების დენონსაციის პროექტი დაამტკიცა.

მისივე თქმით, ოფიციალური კიშინიოვი, ქვეყნის პარლამენტის დადგენილების თანახმად, 1994 წლიდან აღარ იღებს მონაწილეობას დსთ-ს ფარგლებში სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური საკითხების განხილვაში.

"მოლდოვა ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და განიარაღების სფეროში საერთაშორისო დოკუმენტების პირობებს ასრულებს, კერძოდ, ევროპაში პირობითი შეიარაღებების შესახებ დოკუმენტს", – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ს წევრად, ქვეყანა ორგანიზაციის ფარგლებში დადებული კიდევ 7 შეთანხმებიდან აპირებს გასვლას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის