ერევანში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა - მომიტინგეებმა ლაჩინის დერეფნის გახსმა მოითხოვეს

ერევანში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

ინფორმაციას "კავკაზსკი უზელი" ავრცელებს.

მომიტინგეების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და ლაჩინის დერეფნის გახსნისთვის ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

„მთიან ყარაბაღში საწვავის, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი აღენიშნება, რაც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვით არის განპირობებული. მივმართავთ რუსეთის ელჩს იმისთვის, რომ რუსეთმა მოიწვიოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რიგგარეშე სესია და უზრუნველყოს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ", - ნათქვამია მიმართვაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში