ჰავაის გუბერნატორი - ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, სამაშველო ბრიგადებმა ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლებისა და ავტომობილების შემოწმება დაიწყეს.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ოპერაციის შედეგად დღე-ღამეში მაშველები კიდევ ტყის ხანძრის შედეგად 10-დან 20-მდე დაღუპულს მიაგნებენ.

„ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ასწლეულის მანძილზე ყველაზე მომაკვდინებელი მაჩვენებელია“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ქალაქი ლაჰაინა თითქმის სრულიად არის განადგურებული და დაღუპულთა სრული ოდენობის დადგენას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს