მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან

რუსეთის სამხრეთ ნაწილში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია, დაშავებულებს შორის კი -13.

აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება