ლუცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ლუცკში რუსების სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ლუცკში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლინის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იური პოგულაიკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია.

„შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები. სამწუხაროდ, დარტყმის შედეგად გვყავს მსხვერპლი - სამი ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა პოგულაიკომ.

მისივე თქმით, ვოლინის ოლქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.